ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სკოლებისა და საბავშვო
ბაგა-ბაღების მისამართით გაცემული რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულებაც დაიკეტოს.
“ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება, არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას.
რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება და აღსრულდება. გაეცემათ მათ დამატებითი რეკომენდაციები და ასევე, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები. შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.