ზესტაფონის მერიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საბიუჯეტო
ცვლილებები წარუდგინა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, საბიუჯეტო ცვლილებების გათვალისწინებით, რეგიონული განვითარების ფონდიდან, მუნიციპალიტეტისთვის, დამატებით გამოყოფილი 285 000 ლარი, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად განიკარგება: სოფელ ძლოურდანეთის სასოფლო გზის რეაბილიტაცია – 95 000 ლარი; მეორე სვირის, ცხადაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია – 95 000 ლარი; სოფელ ილემის გზის რეაბილიტაცია – 95 000 ლარი.
ზესტაფონის მერიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რიგგარეშე სხდომაზე, ასევე, იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი გააცნო, რომელიც 2020 წლის პროგრამულ ბიუჯეტში, გამოცხადებული ტენდერების ეკონომიიდან და გზების მიმდინარე შეკეთებისას გაუნაწილებელი სახსრებიდან დაფინანსდება. ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორისაა: გზების რეაბილიტაცია, საუბნო წყალსადენებისა და არტეზიული ჭების მოწყობა, ასევე საბავშვო ბაღების რეაბილიტაცი