საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო.
ეს არის facebook მექანიზმი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე, რეკლამირებაზე გადახსნილი ფულის გამჭვირვალობას და გადამხდელების ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიღებას აადვილებს.
,,სამართლიანი არჩვენების” წარმომადგენლის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ამ მექანიზმის ამოქმედება საქართველოში არჩევნებზე წელს პირველად ხდება. NGO-ებმა და მედიის წარმომადგენლებმა facebook -ს ღია წერილით მოუწოდეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით ხელმისაწვდომი გამხდარიყო პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა.
,,დღეიდან ჩაირთო საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკა. ეს არის მექანიზმის,რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო საკითხებზე, რეკლამებზე გადახდილი ფულის გამჭვირვალობას, ვინ რა ოდენობის თანხა გადაიხადა და რა აუდიტორიაზეა მიმართული. ეს შეიქმნა 2016 წლის ტრამპისა და ამერიკის არჩევნების შემდეგ. 2018 წელს ამერიკაში არჩევნებზე იყო აქტუალური. შარშან ევროპარლამენტის არჩევნებზე ჩაირთო. ასევე შარშან უკრაინაში ორი არჩევნები იყო და იქ ჩაირთო. საქართველოში არ ფუნქციონირებდა და დღეიდან ამოქმედდა, რაც ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ გააუმჯობესებს ხარჯებს გამჭვირვალობაზე კონტროლს.”- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.