ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გამართა. თეა წულუკიანის თქმით, კანონში სიახლეები შევიდა. წულუკიანის განმარტებით, მასში აღარ იქნება სამედიცინო მოდელი და ის სოციალური მოდელის სახით იქნება წარმოდგენილი. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონით შშმ პირთა უფლებელი დაცული, ხოლო საჭიროებები აღიარებული იქნება.
“საქართველოს კანონი შშმ პირთა შესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაიწერა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე შშმ პირები ამ კანონის მიღებას ელოდნენ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და საჭიროებები აღიარებული და შემდეგ სახელმწიფო მორგებული ამ საჭიროებებზე. ეს კანონი ითვალისწინებს დამშვიდობებას სამედიცინო მოდელზე და გადასვლას სოციალურ მოდელზე. ეს არის დასასრული საბჭოთა ხანის ამ სფეროში, რისი საჭიროებაც იდგა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს გაეროს კონვენციის რატიპიკაცია მოხდა, ამ კანონის დადებითი კენჭისყრა პარლამენტში მისი გაგრძელებაა,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრი ამბობს, რომ მუშაობა გაგრძელდება, რათა კანონის აღსრულება მოხდეს.