მთავრობა იმ მოქალაქეებს, რომელთაც ვერ შეაგროვეს

შესაბამისი დოკუმენტაცია, ერთჯერად სამასლარიან დახმარებას დაურიცხავს. საუბარია 80 000 მოქალაქეზე. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

“საქართველოს 80 000 მოქალაქე, რომელთაც დოკუმენტის შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები სრულად ვერ დააკმაყოფილეს, ყველა ვარიანტში დაუკმაყოფილდებათ ეს თხოვნა, რომ ერთჯერადი 300 ლარი დაერიცხოთ. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება. ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამას ითვალისწინებდა, ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ეს ყველაფერი გაგრძელდება შესაბამისი ვადებით. როგორც შედეგი, ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელთაც მიმართეს მთავრობას, და ეს გახლავთ 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხებათ,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *