“ევროპულმა საქართველომ” მაჟორიტარობის კანდიდატები
დაასახელა. ქუთაისის მაჟორიტარობისათვის ოთარ კახიძე იბრძოლებს.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი. ივანიშვილის მმართველობის ფონზე, ქვეყანა რომ უკან წავიდა ეს ქუთაისსაც შეეხო. შეეხო იმით, რომ დღემდე დაუსრულებელია ავტობანი, საპარლამენტო ქალაქის ფუნქცია წაართვეს. შეეხო იმით, რომ აეროპორტის განვითარების ნაცვლად “ვიზ ეარი” გავიდა. ზოგადად დაამუხრუჭეს ამ ქალაქის განვითარება. ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებზე არის არა მხოლოდ ივანიშვილის შეცვლა, არამედ, აუცილებელია ამ მავნებელი, არაკომპეტენტური ხელისუფლების გაშვება,”-განაცხადა ოთარ კახიძემ.
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქში პარტიამ გიგი წერეთელი წარადგინა. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ კანდიდატად სერგო რატიანი დასახელდა. რაც შეეხება წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქს, აქ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძეა.
მაჟორიტარობის კანდიდატების სია დანარჩენი საარჩევნო ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: ზუგდიდი – გიგი უგულავა; ფოთი, ხონი, სენაკი – გიგა ბოკერია; თბილისი, ვაკე – ელენე ხოშტარია; თბილისი, მთაწმინდა, კრწანისი – შალვა შავგულიძე; აჭარა, ხელვაჩაური, ქედი შუახევი – ტარიელ ნაკაიძე; რუსთავი და გარდაბანი – ირმა ნადირაშვილი; კახეთი – თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი – ზურაბ ჭიაბერაშვილი; კახეთი – გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი – გიორგი ღვინიაშვილი; ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური – ხათუნა გოგორიშვილი; მარნეული, გარდაბანი – ახმედ იმამკულიევი; ახალქალაქი, ნინოწმინდა -არსენ კარაპეტიანი; წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა – ლელა ქებურია.