ქუთაისის მერია რგფ-დან დამატებით
1 400 000 ლარის მიღებას ელოდება.
მუნიციპალიტეტი მიღებული თანხით კიდევ 5 ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. ესენია ხორავას, პეტრიწის მეორე შესახვევი, გამსახურდიას ქუჩის მე-16 და 1-ლი ჩიხები და რუას ქუჩის ნაწილი.
ქუთაისმა 5 ქუჩის რეაბილიტაციისათვის რგფ-დან 614 000 ლარი უკვე მიიღო.
ამ დროისთვის ქუთაისის ბიუჯეტი 78 841 100 ლარს შეადგენს.