ქუთაისის საკრებულოში ნიკა ლატარიას თეიმურაზ ნადირაძე ჩაანაცვლებს.
გადაწყვეტილებას მხარი დეპუტატებმა საკრებულოს რიგით 32-ე სხდომაზე დაუჭირეს.
თეიმურაზ ნადირაძე 2017 წლიდან დღემდე არის შპს დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის მთავარი ექიმი. მას საკრებულოში მუშაობის გამოცდილება აქვს, რადგან იყო ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი, ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
,,ჩემთვის ეს სფერო უცხო არ არის, რამდენადაც წინა მოწვევის საკრებულოში ვიყავი წევრი, ვხელმძღვანელობდი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას. მოხარული ვიქნები თუ ჩემი მონაწილეობა სიკეთეს მომტანი იქნება საკრებულოსთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ. ” – განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.