საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძეა. სხვა კანდიდატებთან ერთად, კვიჟინაძე დეპუტატობის კანდიდატად “ოცნებამ” დღეს კოჯორში დაასახელა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები წარმატებით, ღირსებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.
“პაატა კვიჟინაძე არის მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტი და ჩვენი საპარლამენტო გუნდის ღირსეული, გამორჩეული წევრი,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატია ბეჟან წაქაძე.
“ბეჟან წაქაძე ზესტაფონისა და ვანის საპატიო მოქალაქეა. ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი და მეცენატი. პარლამენტარის მანდატი მას მისცემს საშუალებას კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს რეგიონის განვითარებაში,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ლომინაძე დაასახელა, ხოლო სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარ დეპუტატად “ოცნებამ” გივი ჭიჭინაძე წარადგინა.