იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმერეთში
multicat=36 შიდა ტურიზმი აქტიურდება. გუბერნატორის განმარტებით, პანდემიის შემდეგ, 1 თვის განმავლობაში იმერეთის დაცულ ტერიტორიებს 7 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა. ზვიად შალამბერიძე ვიზიტორების რაოდენობის ზრდას ვარაუდობს. ამის შესახებ გუბერნატორმა “მაესტროს” ეთერში ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ტურიზმი ისეთი მასშტაბების ვერ იქნება, როგორიც იყო შარშან და შარშან წინ, მაშინ, როდესაც უცხოელებს საქართველოში ჩამოსვლა შეეძლოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ტურისტების ნაკადი მართლაც მომატებულია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 4 ლოკაციაზე იმერეთში 1 თვის განმავლობაში, 15 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, დაახლოებით 7 000-მდე ვიზიტორი მივიღეთ. საინტერესოა, რომ ამ რაოდენობის 10%-ს შეადგენენ მაინც უცხოელები. ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოში ან სამუშაოდ იყვნენ ჩამოსული. ქართველი ტურისტების ნაკადი თვიდან თვემდე მოიმატებს, იმიტომ რომ ჯერ-ჯერობით ერთი თვეა, რაც გაიხსნა ტურისტული მიმართულებები ჩვენი მოქალაქეებისათვის,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.