ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება” ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა. საკითხი ფრაქციის სხდომაზე განიხილეს.
ლორთქიფანიზე ,,კონსერვატორებს” შეუერთდა. მან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საკრებულოში უმრავლესობის ოთხი ფრაქციის მუშაობას ხელი ეშლებოდა, რადგან ,,ქართული ოცნება კონსერვატორების” მესამე წევრი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა ლატარია იყო, რომელიც პილიტიკიდან წავიდა.
,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციული საქმიანობის უწყვეტობის და კოლეგიალური პასუხიმგებლობის გათვალისწინებით, ჩემი პირადი გადაწვეტილებით ვუერთდები ფრაქცია “ქართული ოცნება კონსერვატორების გუნდს”.
საკრებულოს საქმიანობის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს დამატებითი განმარტება გავაკეთო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის გუნდი წარმოდგენილია 4 ფრაქციით, რომლებიც წარმოადგენენ თვითმმართველობის განხორციელებისას საზოგადოების ინტერესების წარმოდგენის და მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფის პოლიტიკური ინსტრუმენტს. საკრებულოს, როგორც ინსტიტუციის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ფრაქციული მუშაობის უწყვეტობა.
მოგეხსენებათ, ქუთაისის საკრებულო დატოვა ბატონმა ნიკოლოზ ლატარიამ და იმ დრომდე სანამ მისი უფლებამონაცვლე დეპუტატის ცნობა მოხდება, ზემოთაღნიშნული მიზნების გათვალისწინებით, ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ფრაქცია “ქართული ოცნება კონსერვატორების” მუშაობაში.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვიყავი, ვარ და ვრჩები პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური იდეოლოგიის ერთგული და მზად ვარ წარმოვადგენდე ჩვენს გუნდს იმ პლატფორმებზე, სადაც ჩემი ჩართულობა სიკეთის მომტანი იქნება.” აცხადებს ოთარ ლორთქიფანიძე.