ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი
უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით ზურაბ მარგველაშვილი შეირჩა. ზურაბ მარგველაშვილი სოციალურ საკითხთა სამსახურს 2013-2014 წლებშიც ხელმძღვანელობდა. ზურაბ მარგველაშვილი ამ დრომდე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ტექნოლოგიურ განვითარების ფონდში, სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.