“1 წლის თავზეც სირცხვილია”- ქუთაისში,
ბალახვნის 100- საფეხურიან კიბესთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთი წლის წინ, 20 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენები და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები დაგმეს.
“დღეს, ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება შეიკრიბა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები დაგმოს. რუსეთი არის საქართველოს მტერი და ჩვენ არ შევეგუებით საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციაში არსებულ რუსულ ინტერესებს და გავლენებს. 20 ივნისი არის იმის სიმბოლო, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ ოკუპაციას,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.