1-ლი ივნისიდან მუშაობას ღია ტიპის მაღაზიები, ღია და დახურული
სახის ბაზრობები, მოლები და ღია სივრცის რესტორნები შეძლებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 8 ივნისიდან კი რესტორნებში ყველა სახის მომსახურება დასაშვები იქნება, ასევე გაიხსნება სასტუმროები.
“1-ლი ივნისიდან მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები. ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან ყველა სახის მომსახურეობა გაიხსნება რესტორნებში. ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროებიც, მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმება და ექნებათ ნებართვა,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას განმარტებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება, ხოლო სხვა დამატებითი ნორმების შესახებ ცნობილი დღის განმავლობაში გახდება.