“ლელოს” იმერეთის ორგანიზაციის
ახალგაზრდული ფრთა ხარაზოვის ბაღის დასუფთავებას ითხოვს. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თქმით, ბაღის ტერიტორია მოუვლელია, ბალახი მოუთიბავია და ტერიტორია ანტისანიტარიის კერადაა ქცეული.
“მოუვლელი, მოუწესრიგებელი და მიტოვებულია ხარაზოვის ბაღი. მოსათიბია ბალახი. ბაღი სავსეა ქვეწარმავლებით და შადრევანი გადაქცეულია წყლის საგუბრად, საიდანაც ვრცელდება აუტანელი სუნი და ანტისანიტარია. ხარაზოვის ბაღი მუდმივად იყო ყველა ასაკის ადამიანის თავშეყრისა და დასვენების ადგილი, თუმცა ამჟამად აქ დასვენება შეუძლებელია,”-აცხადებენ ახალგაზრდული ფრთის წევრები.
პარტიის წარმომადგენლები ქუთაისის მერიას მოუწოდებენ, სასწრაფოდ მოწესრიგდეს ბაღი და იზრუნონ ქალაქზე.