,,ჩვენი მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას” – ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო

რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ტვ მაესტროს ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იმერეთის რეგიონში ბევრი ჯარიმა არ დაწერილა. 

,,დარღვევები ძირათადად ხდება კომენდანტის საათის პირობებში. დღეს ვინმეს ეგონა რომ უნდა გადაადგილებულიყო, ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ასეთი ჯარიმაც არ გამოწერილა. ყოველდღიურად მერყეობს საერთო ჯამში 10-15 ჯარიმის ფარგლებში მთელი იმერეთის მასშტაბით. ეს არ არის მხოლოდ კომენდანტის საათის. ძირითადად ჩვენი მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას და ერიდებიან გადაადგილებას კომენდანტის საათის დროს.”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *