ქუთაისში ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ტენდერი, სავარაუდოდ, 2 კვირაში
გამოცხადდება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქუტურის სამსახურის უფროსმა, ბექა ყურაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დასრულების ეტაპზეა.
ბექა ყურაშვილი აცხადებს, რომ რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება მილიონი ლარია. მისი თქმით, თანხის ზუსტი რაოდენობა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ იქნება ცნობილი.
საპროექტო დოკუმენტაციას 22 990 ლარად შპს “გეო ანალიტიკა” ამზადებს.