ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი 16 მარტს უნდა განახლდეს.
რადიო ,,ძველი ქალაქი” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით – მოსალოდნელია თუ არა სასწავლო პროცესის დაწყების ვადამ გადაიწიოს? – პრესსამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, 16 მარტამდე 2 დღით ადრე გახდება ცნობილი აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი.
სასწავლო პროცესი ბაღებსა და სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით შეწყდა. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული.