საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევაში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციის ხარჯებზე ხელფასის, დანამატების, საწვავისა და სხვა ხარჯების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმერეთის ადმინისტრაციის უფროსი გოჩა გაბუნია განმარტავს.
,,ხელფასები არ გაზრდილა. წინა წელს იყო ვაკანსიები, შესაბამისად ხელფასებიც არ გაიცემოდა. ახლა ვაკანსიები არ გვაქვს, შესაბამისად ხელფასიც მეტია გაცემული. რაც შეეხება დანამატებს, ეს არის სახელმწიფო ფონდის ხარჯზე გაცემული თანხები და კანონის სრული დაცვით. დანამატებს ის ადამიანები იღებდნენ, ვისაც კანონით დადგენილი წესით ეკუთვნოდა. რაც შეეხება ავტომანქანებს, 13 არის ბალანსზე,მაგრამ ყველა არ არის მწყობრში. ისინი არის ბალანსზე და უბრალოდ დგას. ხარჯებიც არ გაზრდილა. ყველა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტით არის დამტკიცებული. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში საწვავზე მაგალითად საცალო ფასი გაიზარდა, ლიმიტებიც არ გაზრდილა და არის იგვე.”- განაცხადა გოჩა გაბუნიამ.
კვლევის მიხედვით, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ 2018-2019 წლებში 54,545 ლიტრი საწვავი მოიხმარა, 2018-2019 წლებში, ავტომობილების შეკეთებაზე 78 ათას 420 ლარი დახარჯა,2018-2019 წლებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 1 034 506 ლარი შეადგინა.
კვლევის ნახვა შესაძლებელია აქ – https://transparency.ge/ge/blog/saxelmcipo-rcmunebulebis-administraciuli-xarjebi-2018-2019-clebshi?fbclid=IwAR0rttZNsE4v3rZmgGMSARQovix0wtGkimUTYzpdt6_175ok7NdTz-msPPU#.Xl9b5UZ7rRk.facebook