ქუთაისში, ნიკეაზე დროშის დგარის მოწყობის სამუშაოების

დასრულების ვადამ გადაიწია. დგარის მოწყობა 9 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც კომპანია “ნიუ იბერიას” დირექტორმა, მანანა მარუაშვილმა განაცხადა, სამუშაოების გაჭიანურება კონსტრუქციული საკითხების შეთანხმებამ გამოიწვია.

“მნიშვნელოვანი კონსტრუქციული საკითხი იყო შესათანხმებელი. ამას ცოტა დრო დასჭირდა. ამ ეტაპზე ყველა კონსტრუქციული საკითხი მოგვარებულია და ახლა ვაკეთებთ ჭაბურღილებს. ეტაპობრივად ვიმუშავებთ. სამუშაოები 9 მარტს ვერ დასრულდება და დროში გადაიწია. მერიასთან ყველაფერი შეთანხმებულია,”-განაცხადა მანანა მარუაშვილმა. 

კომპანია “ნიუ იბერიამ” მეექვსედ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ის სამუშაოებს 49 959 ლარად შეასრულებს. დროშა ნიკეაზე უნდა აღიმართოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *