“ახალგაზრდებს ვერ გვიყიდით”, ” არა ხარბ ოლიგარქს”-“პოსტერუმ ქუთაისის” წევრებს ქუთაისში,
“ქართუ ბანკის” წინ პერფორმანსის გამართვის საშუალება არ მისცეს.
“საქართველო ერთ ჯიბეში”- ამ სათაურით ახალგაზრდები ადგილზე კლიპის საჩვენებლად მივიდნენ, რომელიც, მათივე თქმით, ივანიშვილის მიერ საქართველოს მიტაცების ქმედებებს ასახავდა.
პერფორმანსის ჩატარების მცდელობას აქციის მონაწილეებსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის წარმომადგენლებმა ვერ დაასახელეს, კანონის რომელი მუხლით ეკრძალებოდათ მათ ვიდეორგოლის ჩვენება.
“ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ეს ქვეყანა ჯიბეში წაიღოს. ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისს წაართვა პარლამენტი და საარსებო წყარო. ის ახალგაზრდებს გვეუბნება, რომ ქვეყნიდან წადით. არ დავუშვებთ, რომ ერთ კაცს მთელი ქვეყანა გადაყვეს. გვინდოდა, გვეჩვენებინა ივანიშვილის მავნებლური ქმედებების ამსახველი კლიპი, რისი საშუალებაც არ მოგვცეს. ივანიშვილი ცენზურას აწესებს,”-ამბობს აქციის მონაწილე, ზურაბ კოსტავა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.