მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ქუთაისის მერიაში შესვლასა და იმერეთის გუბერნატორთან
შეხვედრას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირებაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვამ არ მისცა. მოძრაობის წევრები აცხადენენ, რომ ისინი იმერეთის გუბერნატორისაგან არსებული შერჩევითი სამართალის დაგმობასა და კითხვაზე პასუხს თუ რატომ ანადგურებენ ქალაქს ითხოვენ.
შენობის დაცვასთან ერთად, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
აქციის მონაწილეები შენობის წინ წარწერების დატანას ცდილობენ, რასაც დაცვის თანამშრომლებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.