წყალტუბოში, სოფელ სორმონში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და მოუწესრიგებელი
საგზაო ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტის უქონლობა გააპროტესტეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში არც ბუნებრივი აირია შეყვანილია და ამის ფონზე ხელისუფლება მათ შეშის მოჭრასაც უკრძალავს.
“სოფელს ბევრი გასაჭირი აქვს. ხედავთ როგორი პრობლემაა გზასთან დაკავშირებით. არ არის ტრანსპორტიც. დაგვპირდნენ ბუნებრივ აირს, თუმცა, არც ის გვაქვს. შეშის მოჭრის უფლებასაც არ გვაძლევენ,”-განაცხადა ადგილობრივმა კახაბერ ფურცხვანიძემ.
ადგილობრივების პროტესტს პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია შეუერთდა.
“ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში ვნახე რომ მე-19 საუკუნეში ცხოვრობენ ადამიანები. არ არის გზა, არ არის ტრანსპორტი, არ არის ბუნებრივი აირი და არ აჭრევინებენ შეშას. უნდათ, რომ დაიცალოს სოფელი. ხალხს ეუბნებიან, რომ თქვენ აქ არანაირ პირობებს არ შეგიქმნით,”-განაცხადა გოგი წულაიამ.