2019 წელს ყველაზე მეტი შემოწირულობა ,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო. 247-მა შემომწირველმა
პარტიის ანგარიშზე გასულ წელს 7 მილიონ ლარზე მეტი ჩარიცხა. ამის შესახებ ინფომრაციას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილი ვებპლატფორმიდან ვგებულობთ. აქ თავმოყრილია ინფორმაცია 2012 წლიდან პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ.
პარტიების მონაცემები ასეთია :
ქართულ ოცნება დემოკრატიული საქართველო – 247 შემომწირველი, ჩარიცხულია 7 მილიონ 36 ათას 166;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 77 შემომწირველი, ჩარიცხულია 264 ათას 954 ლარი;
ევროპული საქართველო – 197 შემომწირველი,ჩარიცხულია 307 ათას 382 ლარი;
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 8 შემომწირველი, ჩარიცხულია 26 ათას 50 ლარი;
თავისუფალი საქართველო – 63 შემომწირველი, ჩარიცხულია 96 ათას 875 ლარი
პატრიოტთა ალიანსი – 4 შემომწირველი, ჩარიცხულია 35 ათას 640 ლარი
ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი – 9 შემომწირველი , ჩარიცხულია 36 ათას 910 ლარი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 3 შემომწირველი, ჩარიცხულია 1805 ლარი
რესპუბლიკური პარტია – 13 შემომწირველი, ჩარიცხულია 275 ლარი
ლეიბორისტული პარტია – მონაცემები არ არის.