რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე მონაკვეთის
მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, Guizhou Highway Engineering Group-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ მუ ჟინვეიმ და China National Technical Import and Export Corporation-ის მარკეტინგის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის მოადგილემ იანგ ბინგმა მოაწერეს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას 582,777,310 ლარით აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
“რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით,”-აცხადებენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.