“ეს არის წყალს გატანებული ბიუჯეტი”-გოგი წულაიამ თეთრ ხიდზე პერფორმანსი გამართა
და ფული წყალში გადაყარა. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე ამბობს, რომ ქუთაისის თვითმმართველობამ 2020 წლის ბიუჯეტის ნაწილი, ისევე როგორც წინა წლებში, წყალში გადაყარა, ხოლო მეორე ნაწილი ჯიბეში ჩაიდო. გოგი წულაიას თქმით, ახალი ბიუჯეტი ქუთაისისათვის პერსპექტივის შემქმნელი არ არის.
“წინა წლის ბიუჯეტის მაგავსად, 2020 წლის ბიუჯეტი ფულის ერთი ნაწილის რიონისთვის გატანება, ხოლო მეორე ნაწილის ჯიბეში ჩადებაა. ამ ბიუჯეტში მეტი არაფერი წერია. პერსპექტივაზე, მომავალზე, ბიზნესის განვითარებასა და ქალაქის გადარჩენაზე ლარი არაა გაწერილი. 2020 წლის ბიუჯეტი 2019-2018 წლების ბიუჯეტების მსგავსად, საერთოდ არ არის ნაფიქრი. თანხები ისეთ მუხლებშია გაწერილი, რომელიც პირდაპირ რიონს გაატანეს და ქალაქის მომავალზე არ არის ორიენტირებული. ესაა იმისთვის, რომ კიდევ ერთი წელი გადააგორონ,”-განაცხადა გოგი წულაიამ.