ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო
ძალებმა 9 ნოემბერს დააკავა, თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება,”-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ოკუპანტები ქართველ ექიმს ე. წ საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა, გაფრინდაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციები საქართველოს ქალაქებში პერმანენტულად იმართებოდა, მათ შორის ქუთაისშიც.