ქუთაისის მერი “ტორპედოს” გულშემატკივრებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
გიორგი ჭიღვარიამ აქციის მონაწილეებთან, რომლებიც მერისაგან კლუბში არსებულ მდგომარეობაში გარკვევას ითხოვდნენ, იტალიელი ინვესტორების შესახებ ისაუბრა. ქუთაისის მერმა თქვა, რომ გუნდის ბედი იტალიელ ინვესტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც მოლაპარაკებისათვის ქუთაისში ჩამოვლენ.
“იტალიელი ინვესტორები 1-2 რიცხვის შემდეგ სალაპარაკოდ პირადად ჩამოვლენ. ეს არის რეალობა. სანამ გუნდი მერიის ოფიციალურად არ გახდება, კანონი არ გვაძლევს საშუალებას ფული ჩავურივხოთ. 25 000 ლარი, რომელიც ჩვენ გვინდოდა საკვებისათვის მიგვეცა გუნდისთვის, ვერ გავატარეთ. კანონი ამას ზღუდავს. ჩაჩავამ რაღაც პასუხისმგებლობები აიღო. ეს იციან იტალიელებმა. ახლა ველოდებით ინვესტორს, რომელმაც გვითხრა, რომ გუნდი უნდა. ჩამოვა და მათ თანხაზე პრობლემა არ აქვთ. იტალიელებმა გუნდში მიმდინარე ყველა პროცესი იციან. ვართ დამოკიდებული იტალიელებზე, რომლებმაც იციან რა პრობლემის წინაშე ვდგავართ ჩვენ,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.