ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის 2020 წლის
“ბიუჯეტი დავამტკიცეთ 61 236 200 ლარის ოდენობით. რგფ-დან წლის ბოლომდე ველოდებით 14 მილიონი ლარს. 12 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, ხოლო 2 სკოლების რეაბილიტაციაზე. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი არ გვაქვს. წლის ბოლომდე ბიუჯეტი 75 მილიონამდე გაიზრდება,”-განაცხადა მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა, დავით ნიშნიანიძემ.
უმრავლესობის განცხადებით, ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.
ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე დამტკიცდა. სხდომას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ ესწრებოდა.