ქუთაისში, მესხიშვილის თეატრიდან აქციის მონაწილეებმა
მსვლელობით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლოციის დეპარტამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წევრებმა შენობის ჭიშკარს შავი ლენტები და ბუშტები შეაბეს, ხოლო კარზე წითელი ფერის საღებავით ხელების ანაბეჭდები დატოვეს. მათი თქმით, შავი ლენტები გლოვის სიმბოლოა, ხოლო ხელების ანაბეჭდები მიუთითებს იმას, რომ სისხლიანი რეჟიმი უნდა დასრულდეს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ. მათ თეატრის წინ სანთლებით წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” გააკეთეს.
შეგახსენებთ, პოლიციის შენობასთან აქცია 16:00 საათზეც გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა არაჰუმანური საპოლიციო სისტემა დაგმეს და განაცხადეს, რომ პოლიცია ახალგაზრდებს არ უნდა კლავდეს.