ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. საკრებულოს
უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში პირად გვერდზე 3 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ხვალ, 10 დეკემბერს, ბიუროს სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი. ამ ეტაპზე ლატარიას შემცვლელებად მისი მოადგილეები ირაკლი შენგელია და რამაზ ჩხიკვაძე მოიაზრებიან.