გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ქუთაისში საინფორმაციო
ფლაერები დაარიგეს. გიორგი ვაშაძემ და გია თევდორაძემ მოსახლეობას 6 დეკემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მსვლელობაზე მისვლისაკენ მოუწოდეს. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხვალინდელ აქციას ყველა ქუთაისელი უნდა შეუერთდეს, ვისაც ცვლილებები და უკეთესი მომავალი უნდა.
“ვარიგებთ საინფორმაციო ფლაერებს, სადაც აღნიშნულია ხვალინდელი მსვლელობის დაწყების დრო. მინდა იმერეთსა და ქუთაისს, იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად სჭირდებათ ცვლილება და მიაჩნიათ, რომ მათი შვილების მომავალი არაფრისმაქნისი ხელისუფლების შეცვლაზე გადის, მოვუწოდო, რომ ხვალ შემოგვიერთდნენ,”-განაცხადა გია თევდორაძემ.
6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ოპოზიცია ქუთაისში მსვლელობას გამართავს. აქცია-მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყება და აღმაშენებლის მოედანზე დასრულდება.