ოპოზიციის წევრები, 6 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით,
დღეს შეკრებას ისევ გეგმავენ. ,,თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ამბობს, რომ მიუხედავად მათ ოფისთან მომხდარი დაპირისპირებისა, შეკრება და სამომავლო გეგმების შემუშავება მაინც მოხდება.
,,ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ერთმანეთის ოპონენტები ვართ, გაგვაერთიანა ერთმა მოთხოვნამ, თავისუფალი, ნორმალური პროპორციული საარჩევნო სისტემა გვინდა. შევიკრიბებით დღესაც და პარასკევის ჩათვლით მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერები ,,ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ისევ მოიყვანოს”.- განაცხადა გოგი წულაიამ.
შეკრება ,,თავისუფალი საქართველოს” ოფისში გაიმართება.
შეგახსენებთ, “თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ოფისში “ოცნების” აქტივისტებმა შეჭრა გუშინ, 3 დეკმბერს, მაშინ სცადეს, როდესაც ოპოზიციის ლიდერები თათბირობდნენ.
ფოტო: არქივი