ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითა
და რეკომენდაციებით მერიაში გადაიგზავნა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკრებულოს დეპუტატების შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს და ბიუჯეტი დააკორექტიროს.
ქუთაიასიას მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ დეპუტატებმა ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები დააფიქსირეს.
“განსაკუთრებული შენიშვნები არ არის. ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. გარკვეული იდეებიც აქვთ დეპუტატებს. სავარაუდოდ, ბიუჯეტს მცირედი დაკორექტირება დასჭირდება. კორექტირებები ბიუჯეტის პროექტში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მოახდენს. შეიძლება, რომ თანხა ბიუჯეტში მცირედით გაიზარდოს. ბიუჯეტის დაკორექტირება მოცულობითი სამუშაო მერიისთვის არ იქნება. ყველა დეტალს შევისწავლით და გადავწვეტთ, რომელი შენიშვნა იქნება გათვალისწინებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე,”-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.
ნიშნიანიძის თქმით, ბიუჯეტის პროექტში ოპოზიციას შენიშვნები არ დაუფიქსირებია.
უმრავლესობის დეპუტატებმა აღმასრულებელს რეკომენდაცია ბიუჯეტში რანდენიმე პროგრამაზე თანხის გაზრდის რეკომენდაცია მისცეს, მათ შორის სანიაღვრე სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურის, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციაზე და სხვ.
დაკორექტირებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე გადაიგზავნება.