საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის დღე ქუთაისში აღნიშნება

2019 წლის 27 ნოემბრიდან – 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადმოიბარებს.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს 4 პრიორიტეტი:
1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

R

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *