პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი გახდა.
გადაწყვეტილება 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დღეს იქნა მიღებული.
პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მარიამ ჯაშმა თანამდებობა დატოვა. ჯაშის წასვლის შემდეგ თანამდებობაზე მარგველაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, რასაც დეპუტატი ადასტურებდა.
პარლამენტმა დღეს საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების ნაწილი დაამტკიცა.