პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში,
მიტოვებულ შენობებთან ბრიფინგების სერიას აგრძელებს. წულაია დღეს ცისფერყანწელთა 9-ში მდებარე შენობასთან მივიდა.
“ვეკითხები ქუთაისის მერიას, როდემდე გინდათ, რომ ეს შენობა იყოს მიტოვებული და საფრთხის შემცველი მოქალაქეებისათვის. როდემდე უნდა იდგას ასეთი სიმახინჯე ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილზე,”-განაცხადა წულაიამ.
წულაია ქუთაისის მერიას მიმართავს და ითხოვს ინფორმაციას, რამდენი მიტოვებული შენობაა ქუთაისში და რა გეგმები აქვს მერიას მასთან დაკავშირებით.