ქუთაისის მერია ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე ემზარ
ჯინჭარაძის თითბერიდან ჩამოსხმულ ბარელიეფს განათავსებს. ოქროს ჩარდახის ყოფილი დირექტორის საცხოვრებელი სახლის ფასადზე განთავსდება მემორიალური დაფაც. ამისათვის მერიამ 6 184 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 23 ნოემბერს იწყება და 26 ნოემბერს სრულდება.
ემზარ ჯინჭარაძე მიმდინარე წლის აპრილში გარდაიცვალა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ოქროს ჩარდახის გადარჩენა და იმ სახით შენარჩუნება, როგორითაც დღეს არის წარმოდგენილი. გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესება დასახელდა.
შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ ჯინჭარაძის მემორიალის განთავსებისა და ოქროს ჩარდახის რომელიმე სივრცისათვის ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივა გააჟღერა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე