ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული 16 000 ლარიანი
ტენდერი შეწყვიტა. მერიაში განმარტავენ, რომ ტენდერის შეწყვეტა საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად უფლებამოსილების ააიპ “ქუთგანათების სერვისისათვის” გადაცემამ გამოიწვია.
“2020 წლის ბიუჯეტის ფორმირება ახლა მოხდა. გადაწყდა, რომ საახალწლო პროგრამის განმახორციელებელი 2020 წლიდან “ქუთგანათების სერვისი” იქნება. ვინაიდან, ფოიერვერკის შესყიდვაზე თანხის გადარიცხვა 2020 წელს მოხდება, ტენდერს “ქუთგანათების” ააიპი გამოაცხადებს,”-განაცხადეს მერიაში.
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სატენდერო პირობები ტენდერის მეორედ გამოცხადების შემდეგ არ შეიცვლება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე