,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უპრეცედენტო პროექტი საქართველოს
მასშტაბით, აქ ახალგაზრდები ევროპული დონის განათლებას მიიღებენ, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.” – ასე გამოეხმაურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.
,,გარდა ამისა, იცით, რომ წყალტუბოში იწყება საუკუნის პროექტი, რომლის ფარგლებში გაკეთდება პროფესიული კოლეჯი, განვითარდება სხვადასხვა მიმართულებები და ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლების დასრულების შემდეგ ჩვენს ახალგაზრდებს უჩნდებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ადგილზე. რეალურად ეს არის უდიდესი შესაძლებლობა არა მარტო ქუთაისისთვის და წყალტუბოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
ასევე, ქუთაისში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ უცხოელ სტუდენტებსაც, რომლებიც აქ ჩამოსვლას ქუთაისის დავით აღამშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული დაბალბიუჯეტიდან ფრენების საშუალებით შეძლებენ.” – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.