ქუთასის მერიის ეკონომიკური განვითრების, ადგილობრივი თვითმმართველობის
ქონებისა და ტრანსპორტის მმართვის სამსახურის უფროსად მირზა მამასახლისი დაინიშნა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამასახლისი სამსახურის უფროსად კონკურსის წესით შეარჩიეს.
მირზა მამასახლისმა დაამთავრა ქუთაისის 1-ელი საჯარო სკოლა. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროფესია იურისტი, ბაკალავრიატი) , თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტში ( პროფესია ბიზნეს-სამართალი, მაგისტრატურა), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ( პროფესია საჯარო მმართველობა, დოქტორანტურა).
2010-2013 წლებში მუშაობდა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტად. 2014-2017 წლებში- იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში , სპეციალისტად. 2017-2019 წლებში იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი.