ქუთაისში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განიხილონ. შეხვედრა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14:00 საათისთვისაა დაანონსებული.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.
საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.
საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისის შემდეგ ამბროლაურში 28 სექტემბერს გაიმართება. 30 სექტემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს თბილისში განიხილავენ.