პოლიტიკა
TI - იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს არასაკმარისად იყენებენ
იმერეთის მუნიციპალიტეტებში, 2015-2016 წელთან შედარებით, 2017-2019 წლებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები უფრო მეტად გამოიყენეს, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებული ვითარება გასაუმჯობესებელია. კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ მოქალაქეთა მეტ ჩართულობას ადგილობრივ თვითმმართველობის მუშაობაში ხელს უშლის როგორც არსებული კანონმდებლობა, ასევე, მოქალაქეთა ნაკლები ინფორმირება ჩართულობის მექანიზმებზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რამდენად აბარებენ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირები მოქალაქეებს და რამდენად ეფექტიანია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. ორგანიზაციამ ამ კუთხით 2017 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით არსებული ვითარება მიმოიხილა:

დასახლების საერთო კრებები ჩატარდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქუთაისის, ჭიათურის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისა.

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში არის შექმნილი მერის სათათბირო ორგანო - მრჩეველთა საბჭო, თუმცა ქუთაისის გარდა, არცერთ მოქმედ საბჭოში არ არის დაცული კანონის მოთხოვნა საბჭოს შეკრების პერიოდულობის შესახებ.

საკვლევ პერიოდში სულ 4 პეტიცია დარეგისტრირდა ჭიათურის, სამტრედიის, ვანისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

ვანის, თერჯოლის, ბაღდათის საკრებულოების სხდომებს მოქალაქეები 2017 -2019 წლებში არ დასწრებიან, სხვა მუნიციპალიტეტებში დასწრება ფიქსირდება, თუმცა იშვიათად.

2017-2019 წლებში საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრები, თერჯოლის, ხარაგაულის და ხონის მუნიციპალიტეტების გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართებოდა.

ჭიათურისა და სამტრედიის გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის მერს ჩაბარებული აქვს ანგარიში მოსახლეობის წინაშე.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური
19:12 / 19.10.2019
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას აქცია-პერფორმანსით
გააპროტესტებენ.
13:24 / 19.10.2019
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას აქცია-პერფორმანსით
გააპროტესტებენ.
13:24 / 19.10.2019
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.
ქუთაისში ოპოზიციამ სტუდენტებისათვის სამოქალაქო ტრანსპორტში
17:27 / 18.10.2019
ქუთაისში ოპოზიციამ სტუდენტებისათვის სამოქალაქო ტრანსპორტში
ქუთაისში ოპოზიციამ სტუდენტებისათვის სამოქალაქო ტრანსპორტში
17:27 / 18.10.2019
ქუთაისში ოპოზიციამ სტუდენტებისათვის სამოქალაქო ტრანსპორტში
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 13 - 23 °C
img
ქუთაისი 12 - 24 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019