ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომამ კვლავ მერისა და ვიცე-მერის გარეშე ჩაირა.
გიორგი ჭიღვარია და იუზა უგულავა, რომელთაც რამდენიმე საკითხი უნდა წარედგინათ, სხდომას არც ამჯერად ესწრებოდნენ. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ძირითადი საკითხები, გადაწყვეტილების მიმღები პირების არ ყოფნის გამო, დღის წესრიგიდან ამოღებული იქნა.
“დღევანდელი სხდომა ჩანიშნული ჯერ კიდევ 30 ივლისს იყო. იყო გაწერილი დღის წესრიგი, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირაში იყო შეთანხმებული ქუთაისის მერთან, იყო კონკრეტული მომხსენებლებიო დანიშნული. მიმდინარე მოვლენების გამო, მოგვიწია ამ საკითხების განხილვის გადადება. ძირითადი მომხსენებლები, მერი და ვიცე მერი დრეს ვერ ესწრებიან სხდომას, რაც ცუდია. ქუთაისის მერის ხედვები რიგ საკითხებთან დაკავშირებით უცნობი დარჩა. წინა სხდომაზეც მივიღეთ დაპირება, რომ მოვიდოდნენ. რეაგირების გარეშე რჩება საკითხები, თუმცა ჩვენს მოსაზრებებს წერილობით გადავაგზავნით,”-განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ნოდარ ჯიქიამ.
მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილების მიმღები პირების არ ყოფნა პირველი შემთხვევა არ არის, რაც საბჭოს წევრების უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გახდა.