ჭიათურის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილის
პოსტი გიორგი ბიწაძემ დაიკავა, რომელიც იმერეთის ვიცე- გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან ერთად წარადგინა.
,,გიორგი ბიწაძე არის გამოცდილი, კვალიფიციური კადრი და ჩვენ ასეთი პროფესიონალებით ვაპირებთ ყველა იმ გამოწვევის დაძლევას, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის წინაშე დგას,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ჭიათურის მერმა თათბირის მონაწილეებს ასევე ახალი თანაშემწე, თამარ კაპანაძე გააცნო.