ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობასთან
შეხვედრებს აგრძელებს.
ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს წევრ ნიკოლოზ ჩეჩელაშვილთან და მერიის სამსახურების უფროსებთან ერთად, ამჯერად, ასათიანის, ასათიანის 119-ის, დავითაშვილის, გორგიძის ქუჩებზე მცხოვრებლებს, ასევე აღმაშენებლის, ბერძენაძის, ნინოშვლის ქუჩების ნაწილს შეხვდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისაგან იმ პრობლემების შესახებ მოისმენეს, რომელიც მათ აწუხებთ. შეხვედრაზე დაისახება სამომავლო გეგმა, თუ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს უბნებში. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.
თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას ინტენსიურად შეხვდებიან.