ზესტაფონის ცენტრალურ პარკში არსებული
ინფრასტრუქტურა განახლდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკში ინფრასტრუქტურა სრულიად შეიცვლება. დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა, დამატებით განთავსდება სკამები, დეკორატიული ურნები. იგეგმება სავარჯიშო ტექნინიკის დადგმაც.
კულტურისა და დასვენების პარკში უფასო ინტერნეტიც ჩაირთვება. ჭI – FI ინტერნეტ კავშირით სარგებლობა 7 სხვადასხვა ადგილზე დღეში 2 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, წინა მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო, შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა. მოედანზე სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა.