ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერის მრჩეველთა საბჭოს ქუთაისში
ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. ქალაქის მერის თქმით, 2 თვეში ქალაქს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნება.
,,მადლობა ,,ენერგო-პროს”- სადაც ისინი დაგვიდგენენ გვერდით ქუჩების რეაბილიტაციისას და მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენ თანამედროვე ტიპის ქუჩები გვქონოდა. უკვე დასრულდა დუმბაძის ქუჩის რეაბილიტაცია, თბილისის ქუჩის, ბარათაშვილის, ნიკეას პირველი შესახვევის გზის რეაბილიტაციისათვის რგფ-დან 350 ათასი ლარი გამოგვიყვეს და 2019 წლის მაისში დასრულდა რეაბილიტაცია. ათეული წლების განმავლობაში არ იყო რეაბილიტირებული კიკნაძის ქუჩა. რებილიტაცია დასრულდა ვაჟა-ფშაველას მერვე შესახვევში დასრულდა გზის რეაბილიტაცია.”- განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ვადებს არ გასცდება. ტენდერი ხელახლა გამოცხადება გახდა საჭირო ტაბიძის ქუჩაზე. ტენდერი გამოცხადდა 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე. სექტემბერში კი აღმაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების, საიათნოვას ქუჩების, ნიკეას ქუჩისა და სულხან საბას გამზირის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს.
,,მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამსახურს. თითოეული ადამიანი შრომობს იმისათვის, რომ ქალაქს ჰქონდეს უკეთესი სახე. ორი თვის შემდეგ ჩვენ მართლაც სულ სხვა ქალაქს მივიღებთ”.- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.