ქუთაისის მერია მის ბალანსზე დარიცხული ავტომანქანების ტექნიკური
მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისათვის ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. შესყიდვების სახელშეკრულებო ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს.
მიმწოდებელმა 15 ავტომობილის ტექნიკური მომსახურება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრამდე.
წინადადებების მიღება 21 ივლისს იწყება და 23 ივლისს სრულდება.