ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე “სავანესა” და ქუთაისის
მერიას შორის სასამართლო დავა 9 ივლისს გაიმართება. საქმეს, რომელიც კაფეს მფლობელების მიერ თავიანთ ობიექტზე საპროტესტო პლაკატების გაკვრას ეხება, ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
საპროტესტო პლაკატების განთავსებისათვის, რომლებზეც ქუთაისის მერი, მისი მოადგილე და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელია დატანილი, მერია “სავანეს” მფლობელებს 1 000 ლარით აჯარიმებს.
შეგახსენებთ, რომ ობიექტის მფლობელებსა და მერიას შორის დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მიმდინარეობს. “სავანეს” მფლობელები მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ობიექტის მეპატრონეები მერიის წინ ყოველდღიურად საპროტესტო აქციებს მართავენ და ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვენ.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”